ხორცის და თევზის დამუშავების სპეციალისტი- ზუგდიდი

14 თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზატკეცილი, ზუგდიდი
27 ივლისი - 07 სექტემბერი

ვაკანსიის აღწერა

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ზუგდიდში პროფესიული მიმართულებით: 

1. ხორცის დამუშავების სპეციალისტი;  2. თევზის დამუშავების სპეციალისტი;

სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის, დაინტერესებულ და მოტივირებულ კანდიდატებს კომპანია შესაძლებლობას აძლევს ადგილზე დაეუფლონ ახალ პროფესიას.

ძირითადი მოვალეობები:

  • სხვადასხვა სახეობის ხორცის ან თევზის დამუშავება და დახლზე განსათვსებლად მომზადება
  • ხორცისგან ან თევზისგან სხვადასხვა სახის მზა პროდუქციის მომზადება
  • პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი 
  • დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის  განლაგების უზრუნველყოფა, ხარისხის და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათი მოთხოვნების მიხედვით
მოთხოვნები:

  • მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი
  • მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
ენები
ქართული, English
განათლება
ბაკალავრი
უნარები
გუნდურად მუშაობის უნარი
დამსაქმებლის შესახებ
სლოგანი
შევქმნათ დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის ყოველდღე
მისამართი
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
27 ივლისი - 07 სექტემბერი