სოციალური მედიის მენეჯერი

ვლადიმერ მესხიშვილის ქუჩა, თბილისი
28 ივლისი - 27 აგვისტო

ვაკანსიის აღწერა

Gamarjoba Georgia Tours -  თავისუფალი და მოაზროვნე  ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც  ტურიზმის სფეროშია 2018 წლიდან.

სამი წლის განმავლობაში კომპანიამ მიაღწია მრავალ წარმატებას.


2019 წელს გახდა ლიდერი საერთაშორისო  ტურისტულ პლათფორმებზე.


2020 წელს  დასახელდა " Trvaler's choice 2020 " და ამავე წელს მიენიჭა სერთიფიკატი - " Certificate of excelence "


Gamarjoba Georgia  წარმატებით აგრძელებს საქმიანობას ტურიზმის სფეროში და  აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის თანამდებობაზე.


სამუშაო განაკვეთი: სრული


სამუშაო ადგილი: თბილისი, მესხიშვილის 14


სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.


ძირითადი მოვალეობები:


  • კომპანიის სოციალური ქსელების მართვა (Facebook, Instagram, Linkedin);
  • სოციალური ქსელებისთვის რელევანტური  კონტენტის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • შექმნილი კონტენტისთვის ქოფის წერა/განთავსება;
  • კომპანის მარკეტინგული მიზნების და ბრენდის პოზიციონირების შესაბამისად სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავება;
  • ყოველდღიურად მომხმარებლების შეტყობინებებზე პასუხის გაცემა, ინფორმაციის მიწოდება ან შესაბამის თანამშრომლებთან გადამისამართება;
  • სარეკლამო აქტივობების განხორციელება, ციფრული რეკლამის (Meta Business Suite, ads manager) გაშვება, მართვა და მონიტორინგის წარმოება;
  • სოციალური არხების ანალიტიკა;
  • განხორციელებული კამპანიების  შედეგების  ანალიზი, ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტის მომზადება;
  • თანამედროვე ციფრული მედიის ტრენდების, ახალი ტექნოლოგიებისა და პრაქტიკების კვლევა/დანერგვა;
  • ფოტო-ვიდეო გადაღებებისთვის იდეების გენერირება, ჩართულობა;

მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • Meta Business Suite, ads manager -ის სრულყოფილად ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება ციფრული მარკეტინგის  და Google Analytics, Google Ads-ის მიმართულებით;
  • ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების  ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV.
დეტალები
უნარები
კრეატიულობა, გუნდურად მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი, სიახლეების მიმართ ადაპტირება
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
ტურიზმი
მისამართი
ვლადიმერ მესხიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
28 ივლისი - 27 აგვისტო