ბუღალტერ-ოპერატორი

გიორგი სააკაძის ქუჩა, თბილისი
სრული განაკვეთი
საოფისე
29 ივლისი - 28 აგვისტო

ვაკანსიის აღწერა

ჰოლდინგური კომპანია, რომელიც აერთიანებს 7 მცირე კომპანიას და ოპერირებს სამშენებლო/სარემონტო მასალების იმპორტისა და გაყიდვების მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სეილსმენების გამოგზავნილი შეკვეთების დამუშავება, გადამოწმება საწყობის ნაშთში, და სასაქონლო ზედნადებების მომზადება ასატვირთად
  • ატვირთული ზედნადებების მიხედვით, ყოველდღიური შედარება საწყობის მენეჯერთან გატანილ პროდუქციაზე
  • სეილსმენის მიერ გამოგზავნილი დღიური რეპორტების დაფაილება და ასახვა სარეალიზაციო პროგრამაში.
  • მყიდველების მიერ ბანკში ჩარიცხული თანხების ასახვა პროგრამაში
  • უკან დაბრუნებული სასაქონლო ზედნადებების მომზადება და ატვირთვა პროგრამაში, საიდანაც იტვირთება საგადასახადო საიტზე
  • ადგილობრივი შესყიდვების ჩამოტვირთვა პროგრამაში
  • კვირის ბოლოს დებიტორების სიის მომზადება რეალიზაციის სამსახურის მენეჯმენტისთვის
  • დღის განმავლობაში არსებული კორექტირებების ასახვა პროგრამაში
  • საინვენტარიზაციო სიების მომზადება მონიტორინგის ჯგუფისათვის საწყობების მიხედვით
  • შიდა გადაზიდვების მომზადება და ატვირთვა პროგრამაში, საიდანაც იტვირთება საგადასახადო საიტზე
  • სტენდების განთავსების აღრიცხვა ობიექტების მიხედვით, ყველა გადაადგილების ასახვა სარეალიზაციო პროგრამაში, შედარება სეილსმენებთან ხელმოწერებით.
  • გაყიდვების პროგრამიდან ბუღალტრულ პროგრამაში ექსპორტირებული ინფორმაციის სისწორის შემოწმება.
ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება საბუღალტრო ან ფინანსური განხრით;
  • უპირატესობა მიენიჭება ბუღალტრული პროგრამებში (FMG, FINA, INFO) მუშაობის გამოცდილებას.
  • EXCEL-ის და WORD -ის კარგი ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება
ანაზღაურება: 800 ლარი + შეთანხმებით - კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე.
დეტალები
ხელფასი
800 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
განათლება
ბაკალავრი
უნარები
ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ანალიტიკური აზროვნება
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
გიორგი სააკაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
29 ივლისი - 28 აგვისტო