დამხმარე ბუღალტერი

გიორგი სააკაძის ქუჩა, თბილისი
სრული განაკვეთი
საოფისე
29 ივლისი - 28 აგვისტო

ვაკანსიის აღწერა

ჰოლდინგური კომპანია, რომელიც აერთიანებს 7 მცირე კომპანიას და ოპერირებს სამშენებლო/სარემონტო მასალების იმპორტისა და გაყიდვების მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  RS -ზე მიღებული ს/ზედნადებების ჩამოტვირთვა ბუღალტრულ პროგრამაში
  •  ფაქტურების გადამოწმება, დადასტურება და პროგრამაში ასახვა
  •  ბანკის ამონაწერების გატარება ბუღალტრულ პროგრამაში
  •  სარეალიზაციო პროგრამაში პროდუქციის ნუსხის გამართვა, განფასება შესაბამისი ბრძანების საფუძველზე
  •  შეძენილი საწვავის აღრიცხვა- ჩამოწერა კომპანიის მფლობელობაში არსებული ავტომანქანების მიხედვით, პროგრამული აღრიცხვა
  •  საქვეანგარიშო პირების კონტროლი, საქვეანგარიშო თანხების გაშიფვრა
  •  პროდუქციის ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა, და შედეგების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში
  •  წარმოდგენილი ჩეკების დაფაილება, თარიღების მიხედვით და პროგრამაში ასახვა.
  •  მომწოდებლებთან გადახდილი თანხების დოკუმენტაციის მოწესრიგება, შედარების აქტების გაფორმება პერმანენტულად.
  •  დღგ-ს ფაქტურების გამოწერა, კორექტირებების გამოწერა გაგზავნა და თვის ჭრილში ჩასათვლელი დღგ-ს თანხების შედარება პროგრამასთან.
  •  დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
ძირითადი მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება საბუღალტრო ან ფინანსური განხრით;
  •  უპირატესობა მიენიჭება ბუღალტრული პროგრამებში (FINA, INFO) მუშაობის გამოცდილებას
პიროვნული უნარ-ჩვევები:

  •  ორგანიზებულობა
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა
  •  დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
  •  ანალიტიკური აზროვნება
სამუშაო ადგილი: თბილისი, გ. სააკაძის, მეორე შესახვევი, N1ა. (ვახუშტი პლაზა)
ანაზღაურება: 800 ლარი + (გამოცდილების მიხედვით)
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე.
დეტალები
ხელფასი
800 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
განათლება
ბაკალავრი
უნარები
დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
გიორგი სააკაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
29 ივლისი - 28 აგვისტო