მსხვილი საინვესტიციო ჯგუფის, პაშა ჰოლდინგის საერთაშორისო წარმომადგენელი „პაშა ბანკი“ კორპორატიულ სფეროში მოქმედი რეგიონული ბანკია. 2019 წლიდან ბანკმა საცალო მიმართულებით გააფართოვა ბიზნესი და ამ სეგმენტს ახლა უკვე მისი ქვებრენდი Re|Bank-ის მეშვეობით ემსახურება.
ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი მთავარი სიძლიერე და უპირატესობა ჩვენი გუნდია. განსაკუთრებულად ვაფასებთ და ვზრუნავთ ჩვენს თანამშრომლებზე, ხელს ვუწყობთ მათ პიროვნულ ზრდასა და პროფესიულ და განვითარებას.
„პაშა ბანკი“ დაინტერესებულ და მოტივირებულ პირებს გთავაზობთ გაყიდვების ოფიცრის (თბილისის) პოზიციაზე დასაქმებას.
პოზიციის სახელი: გაყიდვების ოფიცერი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: გაყიდვების დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 1 სექტემბერი , 2022 წ.
ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საბანკო პროდუქტებისა და სერვისების გაცნობა
- საბანკო პროდუქტებისა და სერვისების აქტიური გაყიდვების წარმოება (სესხები, საბანკო ბარათები) ბანკის მიერ განსაზღვრულ გაყიდვების წერტილებში
- ყოველდღიურად დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა, ფაილინგის წარმოება
- ბანკის მიერ დაგეგმილ მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება
- მომხმარებლებთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების გზით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
- უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები
სამუშაო გამოცდილება:
- სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
უცხო ენები:
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ტექნიკური ცოდნა და უნარები:
- MS Office პროგრამების ცოდნა
საჭირო უნარ-ჩვევები:
- მაღალი სამუშაო ეთიკა & სხვების პატივისცემა
- ხარისხზე ორიენტაცია & ეფექტურობა
- პასუხისმგებლობა & მიზანზე ორიენტაცია
- კომუნიკაცია & საქმიანი ურთიერთობები
- ინიციატივა & ინოვაცია
ჩვენ დაგახვედრებთ:
- საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას
- მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტების პაკეტს, მოქნილი სამუშაო პირობებით
- მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში
- ღიაობას ინიციატივების მიმართ
თუ დაინტერესდი და შენი პროფილი შეესაბამება პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაგვიზიარე რეზიუმე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ სს „პაშა ბანკი საქართველო“ უფლებამოსილია დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი წესით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია სს „პაშა ბანკი საქართველოში“ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pashabank.ge