პროგრამული უზრუნველყოფის/UX-UI ტესტერი

ირაკლი გამყრელიძის ქუჩა, თბილისი
Full time
1-2 years
01 August - 31 August

Vacancy description

თანამდებობა: პროგრამული უზრუნველყოფის/UX-UI ტესტერი

დასაქმებული ასრულებს შემდეგ სამუშაოს:

პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი არის საპროექტო გუნდის წევრი, რომელიც მისი
კომპეტენციის ფარგლებში არსებული ხელსაწყოებით რწმუნდება, რომ შექმნილი
პროგრამული უზრუნველყოფა შესაბამისობაშია ხარისხის კონტროლის მიერ წინასწარ
დადგენილი ხარისხის მოთხოვნების სტანდარტებთან. ასევე, პასუხისმგებელია ხარისხის
კონტროლის სისტემაში მანუალური ტესტირების გამართვაზე.

მოვალეობები:

• წარმოებაში არსებული პროდუქტების ტესტირება - შუალედური და პრეპროდაქშენი
• ხარვეზების გამოვლენა, აღწერა, კლასიფიკაცია
• ტესტირების მეთოდების შემუშავება, დახვეწა, ავტომატიზაციის გადაწყვეტილებების
შეთავაზება
• საბოლოო ან შუალედური
პროდუქტის/სერვისების/გადაწყვეტილებების/ტექნოლოგიების აღწერილობის ცოდნა, 
როგორც კლიენტის მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე ტექნიკური დავალებიდან
გამომდინარე
• ტესტირების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა საპროექტო გუნდთან
(დეველოპერებთან, კლიენტებთან, ასევე საჭიროების შემთხვევაში, სხვა ჩართულ
მხარეებთან)
• ხარვეზების ზუსტი აღწერა მარტივი, გასაგები ფორმით, რომელიც გაუადვილებს
პროექტებში ჩართულ მხარეებს პრობლემაზე მუშაობას
• ტესტირების დასრულების შემდგომ, პროდუქტის ხარისხის შესახებ დასკვნის გაკეთება, 
დარჩენილი ხარვეზების რისკების შეფასების შესაძლებლობა და დასაბუთება
• ფუნქციონალის ტესტირება სხვადასხვა ეტაპზე:
1. Functional Testing
2. User Interface Testing
3. Compatibility Testing
4. Regression Testing
5. Bug report-ის მომზადება
• ტესტირების შედეგების დოკუმენტაციის მომზადება

ამ პოზიციაზე დაგჭირდება:

• WEB/Mobile (Android /iOS) აპლიკაციების მანუალური ტესტირების გამოცდილება
• ტესტირების მეთოდოლოგიების თეორიული ცოდნა/გამოყენება
• ეფექტური ტესტ ქეისების შექმნის გამოცდილება მოთხოვნებზე და დიზაინზე
დაყრდნობით
• ტესტირებისათვის საჭირო დიზაინის და დაგეგმარების შემუშავების უნარი
• Agile/Scrum framework -ით მუშაობის გამოცდილება

როგორი გამოცდილება იქნება შენთვის ქარვაში მუშაობა? 

• კომფორტული, მეგობრული გარემო
• პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
• მხარდამჭერი გუნდი
• მდიდარი ორგანიზაციული კულტურა
• ყოველდღიური ლანჩი
• ჯანმრთელობის დაზღვევა

ანაზღაურება: ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით, ინდივიდუალური შეთანხმების
საფუძველზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 8 საათიანი გრაფიკი 1 საათიანი
შესვენებით. შესაძლებელია ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკზე შეთანხმება.

სამუშაო ადგილი: ი.გამყრელიძის №3

წარმატებები!
Details
Employment type
Full time
Experience
1-2 years
About Employer
Location
ირაკლი გამყრელიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
01 August - 31 August