აზიური სამზარეულო - "უკვე" ეძებს მოტივირებულ მზარეულს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება და ექნება საშუალება, რომ გამოავლინოს და გააუმჯობესოს საკუთარი პროფესიულ უნარ-ჩვევები.
შეიძინე პროფესია "უკვე" ში და დასაქმდი ადგილზე, ჩვენთან სტაჟირებაც ანაზღაურებადია.
სამუშაო განაკვეთი: თვეში 176 სამუშაო საათი (კვირაში ხუთი სამუშაო დღე, ორი - დასვენების)
ანაზღაურება: მინიმუმ 800 ლარი, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე, + დღის და ღამის ბონუსი.
დამატებით გთავაზობთ: კვებას, FitPass ტრანსპორტირებას ღამის საათებში.
ფუნქცია-მოვალეობები:
მენიუში შემავალი კერძების მომზადება
სანიტარული და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა
გუნდური მუშაობა
პიროვნული თვისებები:
ოპერატიულობა
ორგანიზებულობა
ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა
ეფექტური კომუნიკაცია
პასუხისმგებლობის გრძნობა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებებს!
Details
₾
Salary
800 ₾
Skills
ოპერატიულობა, ეფექტური კომუნიკაცია, ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა