მენეჯერი - ჭიათურა

ნინოშვილის ქუჩა, ჭიათურა
04 აგვისტო - 03 სექტემბერი

ვაკანსიის აღწერა

წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე ჭიათურაში.

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" დაარსდა 2008 წლის 23 მაისს. ყველაფერი კი 13 წლის წინ, ერთი პატარა მაღაზიით დაიწყო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე. ალბათ მაშინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა მაღაზია წიგნის ყველაზე დიდ ქსელად იქცეოდა საქართველოში. კომპანიის არსებობის 14 წლის მანძილზე, ჩვენ შევძელით შეგვექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით. დღეისათვის, ბიბლუსი აერთიანებს 72 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით. "ბიბლუსი" არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი კეთილი მიზანი აერთიანებს - გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო
მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა. ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;,
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო პროცესების მართვა:
  • მერჩენდაიზინგის სტანდარტების მიხედვით პროდუქციის სწორი განლაგების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის თაროებზე შევსების კონტროლის უზრუნველყოფა და სხვ. პროდუქციის მოვლა და მის სისუფთავეზე ზრუნვა;
  • სააღრიცხვო პროცესების მართვა:
  • მონაწილეობის მიღება შემდეგ საკითხებში - მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთის მიხედვით:
  • შიდა აღწერებში მონაწილეობის მიღება;
  • ოფისიდან მიღებულ სხვადასხვა დავალებებზე ოპერატიულად რეაგირება;
  • საწყობიდან პროდუქციის მიღება და უკან დაბრუნება დადგენილი წესის მიხედვით მენეჯერის ან უფროსი კონსულტანტის მეთვალყურეობის ქვეშ;
  • ოპტიმალური ასორტიმენტის განსაზღვრა;
  • მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
  • ორგანიზაციის პროგრამაში და სალარო აპარატთან მუშაობა მენეჯერის ან უფროსი კონსულტანტის მეთვალყურეობის ქვეშ.
ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

  • გუნდში მუშობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშობის უნარი;
  • სამუშაოს პრიორიტეტებად დანაწილების უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • სამუშაო დროს ეფექტურად განაწილების უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • პუნქტუალური;
  • მოწესრიგებული;
სამუშაო გრაფიკი: სრული.

დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას: გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა. კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.
დეტალები
უნარები
გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სამუშაოს პრიორიტეტებად დანაწილების უნარი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
04 აგვისტო - 03 სექტემბერი