გენერალური დირექტორის ასისტენტი

49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
09:30 - 18:30
სრული განაკვეთი
საოფისე
04 აგვისტო - 03 სექტემბერი

ვაკანსიის აღწერა

ბიბლუსი ჯგუფის აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ძირითადი მოვალეობები:

  • დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
  • შეხვედრების ორგანიზება/დასწრება;
  • კომპანიაში სხვადასხვა პროექტის ეტაპების დაგეგმვა და შესრულების ვადების მუდმივი კონტროლი;
  • კომპანიისთვის განვითარების პროექტების ინიცირება და კოორდინირება;
  • აქტიური კომუნიკაცია დეპარტამენტების წარმომადგენლებთან
  • ანგარიშების მომზადება, მონაცემთა ანალიზი, პრეზენტაციები და ზედამხედველის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება;
დამატებითი მოთხოვნები:

  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  • ბიზნეს-რეპორტების მომზადების გამოცდილება;
  • გამოცდილება ტრენინგები პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული მახასიათებლები:

  • ორგანიზებული, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30;
ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
09:30 - 18:30
უნარები
ორგანიზებული, პუნქტუალური
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
04 აგვისტო - 03 სექტემბერი