ქოლ-ცენტრის ოპერატორი

117a წერეთლის გამზირი, თბილისი
სრული განაკვეთი
საოფისე
08 აგვისტო - 07 სექტემბერი

ვაკანსიის აღწერა

"ლემონსი" 2011 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ციფრული მარკეტინგი და გაყიდვები.

გაეცანი ვებ გვერდს: https://www.lemons.ge ინფორმაციას კომპანიის შესახებ და საქმიანობის სფეროებს.

კომპანია "ლემონსი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების მიმართულებით ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

თუ გაქვს მოლაპარაკების წარმოების უნარი, ხარ ორგანიზებული და კომუნიკაბელური, შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

  • შემომავალი და გამავალი ზარების მიღება და მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • კონსულტაციის გაწევა მომსახურებისა და პირობების შესახებ;
  • ზარების პროგრამული აღრიცხვა;
  • კლიენტების ვიზიტების დაგეგმვა;
  • ტელეფონის საშუალებით კლიენტების უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამართული მეტყველება;
  • ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე გამართულად საუბარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული, 600 ლარი + ბონუსი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვმართეთ: (995 32) 245 01 01

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
ხელფასი
600 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
ენები
ქართული, English, Русский
უნარები
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
117a წერეთლის გამზირი, თბილისი 0119, საქართველო
სოციალური ქსელები
08 აგვისტო - 07 სექტემბერი