მზარეული - თბილისი

ევროპის ქუჩა, თბილისი
2-3 წელი
10 აგვისტო - 26 სექტემბერი

ვაკანსიის აღწერა

შპს „ბი თი ეი ჯორჯია” გუნდში იწვევს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან  კანდიდატებს მზარეულის პოზიციაზე თბილისში.

შპს „ბი თი ეი ჯორჯია“ მდებარეობს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში და მოიცავს ერთმანეთისგან განსხვავებულ კაფეებსა და რესტორნებს, რომლებიც უგემრიელესი კერძებით და სასმელებით უმასპინძლდებიან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსულ სტუმრებს.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კომფორტულ 8,5 საათიან სამუშო განრიგს ცვლების მიხედვით (დილა, საღამო, ღამე)
  • ოფიციალურ შრომით ხელშეკრულებას
  • ტრანსპორტირებას ქალაქიდან აეროპორტში და უკან
  • კვებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული ყოველთვიური ხელფასი  + ბონუსი  + უქმე დღეების ორმაგი ანაზღაურება + დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება)
სავალდებულო მოთხოვნები და უნარები:

  • მზარეულის ან/და დამხმარე მზარეულის პოზიციაზე  მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ქართული და ევროპული კერძების ცოდნა დამაკმაყოფილებელ დონეზე
  • სასურველია ცომთან მუშაობის გამოცდილება / მცხობელის გამოცდილებით.
  • სისწრაფე
  • ორგანიზებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • შრომისმოყვარეობა
  • მაქსიმალური ასაკი 45 წელი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 322310101, 596106070.
დეტალები
გამოცდილება
2-3 წელი
უნარები
სისწრაფე, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
ევროპის ქუჩა, თბილისი, საქართველო
10 აგვისტო - 26 სექტემბერი