უმცროსი მექანიკოსი

ნადიკვარის II, თბილისი
სრული განაკვეთი
11 აგვისტო - 10 სექტემბერი

ვაკანსიის აღწერა

შპს "თაბორი რიზორთსი" - საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მექანიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, შინდისის გზა, თაბორის ტერიტორია
განაკვეთი: სრული

http://gcfund.ge/en/gtdf/10/Paragraph-Golf-%26-Spa-Resort-Tabori-Hill

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გოლფის მოედნების ტექნიკური აღჭურვილობის ინსპექტირება, დიაგნოსტიკა და რემონტი
  • გოლფის მოედნის თანამშრომელთა ინსტრუქტაჟი ტექნიკური აღჭურვილობის შენახვის, სათანადო წმენდასა და უსაფრთხოდ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით საჭიროების შემთხვევაში;
  • ტექნიკური აღჭურვილობის სწორი ექსპლუატაცია და შეკეთება
  • ტექნიკური აღჭურვილობისა და ინვენტარის შესყიდვის, საექსპლუატაციო ხარჯებსა და სარემონტო სამუშაოებზე ჩანაწერების წარმოება საჭიროების შემთხვევაში;
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიცემული დავალებების შესრულება, თანამშრომლის კვალიფიკაციის და კომპეტენციის ფარგლებში;
  • ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
საჭირო კვალიფიკაცია & უნარები:

  • პროფესიული ტექნიკური განათლება
  • მსუბუქი და მძიმე ტექნიკის და საავტომობილო მოწყობილობების ტექნიკურ დონეზე ცოდნა
  • მექანიკური პრობლემების დიაგნოსტიკის უნარი;
  • შიდა წვის ძრავებისა და სათიბი მოწყობილობების თეორიული და ექსპლუატაციის დონეზე ცოდნა
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა
  • გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • გამართული კომუნიკაციის უნარი
  • დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
უნარები
გამართული კომუნიკაციის უნარი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
თაბორის ქუჩა, თბილისი, საქართველო
11 აგვისტო - 10 სექტემბერი