მწვანე საფარის მომვლელთა ზედამხედველი

ნადიკვარის II, თბილისი
2-3 წელი
11 აგვისტო - 10 სექტემბერი

ვაკანსიის აღწერა

შპს "თაბორი რიზორთსი" - საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტი აცხადებს ვაკანსიას მწვანე საფარის მომვლელთა ზედამხედველის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, შინდისის გზა, თაბორის ტერიტორია
განაკვეთი: სრული

http://gcfund.ge/en/gtdf/10/Paragraph-Golf-%26-Spa-Resort-Tabori-Hill

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გოლფის მოედნის ტექნიკური მენეჯერის მხარდაჭერა გოლფის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობასა და მაღალი სტანდარტის შენარჩუნებაში.
  • მწვანე საფარის მომვლელთა საქმიანობის ზედამხედველობა;
  • გოლფის მოედნის სათამაშოდ მომზადება;
  • ხელმძღვანელის მითითებით ხე-მცენარეების გასხვლა/ფორმირება (ხმელი, დაზიანებული ტოტების მოჭრა, ტერიტორიიდან გამოტანა და სპეციალურ ადგილას დროებით განთავსება)
  • არსებული ხე-მცენარეების შეწამვლა
  • მცენარეების მოვლა/მორწყვა
  • ბალახის გათიბვა, დასუფთავება და სხვა მოვლითი სამუშაოები
  • მომიჯნავე ტერიტორიების მოვლა-პატრონობა: ხის ზედმეტი ტოტების მოჭრა, დაზიანებული ტერიტორიების შეკეთება, მოედნის ნიშნულების შეცვლა, მოედნის მორწყვა და საჭირო სასუქის / ქიმიკატების ტერიტორიაზე შეტანა
  • ტერიტორიის მავნებლებისაგან დაცვის ღონისძიებების გატარება და კონტროლი
  • წინასწარ გაწერილი გრაფიკით ტერიტორიის მოვლა
  • ნიადაგის ან რაიმე ინერტული მასალისაგან წარმოქმნილი ბორცვების გაშლა
  • საირიგაციო სისტემების აპარატურისა და აღჭურვილობის მოვლა-პატრონობა
  • გოლფის მოედნის მოვლა პატრონობისთვის განკუთვნილი აპარატურის და აღჭურვილობის მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა;
  • საჭირო აპარატურის, აღჭურვილობის, მათი მოხმარებისთვის საჭირო დამხმარე ნაწილების მარაგების კონტროლი, შესაბამისი შესყიდვების ინიცირება. ამის შესახებ საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.
  • რეპორტების წარმოება გოლფის მოედნის ტექნიკური მენეჯერისთვის და მენეჯმენტისთვის მოთხოვნისამებრ
  • ტრენინგების ჩატარება ახალი თანამშრომლებისთვის, ასევე დანერგილი სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება/ ტრენინგი გოლფის მოედნის ტექნიკური გუნდისთვის;
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა
საჭირო კვალიფიკაცია & უნარები:

  • პროფესიული ან აკადემიური განათლება, სასურველია აგრო მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
  • ქიმიკატების და სასუქების გამოყენების ცოდნა;
  • სასურველია საირიგაციო სისტემებში სამუშაო გამოცდილება
  • ქართული და ინგლისური ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დეტალები
ენები
ქართული, English
გამოცდილება
2-3 წელი
განათლება
ბაკალავრი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
თაბორის ქუჩა, თბილისი, საქართველო
11 აგვისტო - 10 სექტემბერი