ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდამჭერისპოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანია უკვე 15 წელზე მეტია ოპერირებსინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზესაქართველოს მასშტაბით და მისი დამკვეთებისხვადასხვა პროფილის ადგილობრივი თუსაერთაშორისო კომპანიები არიან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ რეკრუტინგის ეტაპი, შერჩეულ კანდიდატებთან პირველადი გასაუბრება, განხორციელდება ონლაინ პლატფორმის, Zoom ის საშუალებით.
ძირითადი მოთხოვნები:
** ** საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათისინციდენტებზე (ხარვეზებზე) დროულირეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი;
** კომპიუტერული ტექნიკის პროგრამულიუზრუნველყოფა;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.) ინსტალაცია, გამართვა
** სხვადასხვა პროგრამული პაკეტებისინსტალაცია შესაბამისი პოლიტიკის დაცვით.
** კომპიუტერული და ქსელური პრობლემებისიდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვატექნიკური თუ პროგრამული სამუშაოებისშესრულება.
კანდიდატებს, ვთხოვთ გაითვალისწინონ, რომკონკრეტული პოზიციის მოვალეობაში შედისაუთსორს კომპანიის კლიენტების სიაშიარსებული ორგანიზაციებისთვის ტექნიკურიმხარდაჭერის გაწევა, როგორც დისტანციურადასევე ადგილზე გასვლით. ადგილზე გასვლისხარჯებს ანაზღაურებს კომპანია. პოზიციის სპეციფიკაციიდან გამომდინარე სასურველი ასაკობრივი ჯგუფი 21-30 წლებია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი (სასურველიაინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტისმიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - არანაკლები ერთი წელი
** დისტანციური დახმარების პროგრამებთანმუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Windows ოპერაციული სისტემებისცოდნა;
** Microsoft კლიენტ აპლიკაციების Office 2007, 2010, 2013 ცოდნა
** აუცილებელი მოთხოვნა ინგლისური ენისცოდნა
აუცილებელი უნარები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნებისუნარი;
** გუნდში და ასევე დამოუკიდებლად მუშაობისუნარი;
** ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალებისმიმართ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@itcs.com.ge და "subject"-ის ველში მიუთითოთგანცხადების სახელი: “ვაკანსია თბილისში“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არგანიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ თქვენს მიერგამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურმონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოსკანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურმონაცემებს, და მათ შორის შესაძლოაშეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიისმონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენიპერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდანდამუშავდება მხოლოდდამხოლოდ თქვენთანშრომითი ურთიერთობის დამყარებისგადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენსმიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არიქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე დადარეზერვებული იქნას არაუმეტეს 1 წლისა.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან! წარმატებებს გისურვებთ!