სანტექნიკისა და კერამიკული ფილების მწარმოებელი გლობალურ ბრენდების წარმომადგენელი საქართველოში მერლონსი და ვიტრა ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში კონსულტანტ-ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: არასრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 575 ლარი + ბონუსები
ფუნქცია მოვალეობები:
- პროდუქტის შესახებ მომხმარებლის დეტალური ინფორმირება;
- კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
- პროდუქციის რეალიზაცია და ეფექტური მომსახურება;
- გაყიდვების აღრიცხვა პროგრამულად და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური ენის ფლობა სალაპაკო დონეზე;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
დამატებითი უნარები:
- განვითარებაზე ორიენტირებული
- პრეზენტაბელური
- გაყიდვებში გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
- გამოცდილების შეძენასთან ერთად ანაზღაურების მატებას
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
- ეტაპობრივად გამრავალფეროვნებას შესასრულებელი სამუშაოების
- თქვენ მიერ შემოთავაზებული, საინტერესო იდეების განხილვას გუნდში
- კორპორატიულ დაზღვევას 6 თვის შემდეგ
- სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV.
დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე - https://vitrageorgia.com/
https://www.facebook.com/VitraGeorgia
www.facebook.com/Merlonsshowroom
კომპანია „ბი ემ სი შარმ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ბი ემ სი შარმ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებებს!