სტანდარტული

საწარმოო დანადგარის ოპერატორი

17 აგვისტო - 27 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
3 დიდი ხეივანის შესახვევი, თბილისი
ხელფასი
1000 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
უნარები
ფიზიკურად შრომისუნარიანი, პუნქტუალური

ვაკანსიის აღწერა

კომპანია „შვიდი მითი“ 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, მისი სამუშაო სფერო რამოდენიმე მიმართულებას მოიცავს: ეს არის როგორც  კვების პროდუქტებისთვის  საჭირო  საკვები საღებავებისა და ინგრედიენტების წარმოება, რეალიზაცია, ასევე  საკვები პროდუქტების  შესაფუთი მასალების წარმოება. კომპანიას   აქვს ვაკუუმ და თერმო შეფუთვების წარმოების საკუთარი საწარმო.

დღეს, კომპანია "შვიდი მითი" ასოცირდება  სანდო, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ  და წარმატებულ პარტნიორ  კომპანიად.

შ.პ.ს. „შვიდი მითი“  თერმო და ვაკუუმ შეფუთვების საწარმოში აცხადებს ვაკანსიას: საწარმოო დანადგარის  ოპერატორი

ძირითადი მოვალეობები:

  • საწარმოო, კერძოდ ფლექსოგრაფიული ბეჭდვის დანადგართან მუშაობა და პროდუქციის ბეჭდვის სრული ციკლის წარმართვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, კომპატენციის ფარგლებში მცირე, ტექნიკური სამუშაოების შესრულება; 
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
სამუშაოს სპეციფიკა და მოთხოვნები:

  • სამუშაო გულისხმობს  წინასწარი (ანაზღაურებად)  სწავლების პერიოდს. იგულისხმება ფლექსოგრაფიული აპატარის გამოყენებისა და ბეჭდვის წარმოების შესახებ სწავლება;
  • მსგავს პოზიციაზე  მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა არა აუცილებელი. (საწარმოო დანადგარზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა);
  • ტექნიკური უნარების  მქონე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა;
  • ფიზიკურად შრომისუნარიანი;
  • პუნქტუალური, დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
  • დიდ დიღომში და მიმდებარე  ტერიტორიაზე მაცხოვრებელ კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა
სამუშაო განაკვეთი:

  • სრული - კვირაში ხუთი დღე (ორშაბათი-პარასკევი).
  • სამუშაო საათები: 09:00 – 18:00.
ანაზღაურება: 1000 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ან წერილი თქვენი სამუშაო გამოცდილებისა და საკონტაქტო მონაცემების მითითებით

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 სექტემბერი

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია(რეზიუმე)
„შვიდ მითში“  თქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არგადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://shvidimeat.com/ge/

გისურვებთ წარმატებას!
მისამართი
3 დიდი ხეივანის შესახვევი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
17 აგვისტო - 27 სექტემბერი