მაღაზიათა ქსელის განვითარების მენეჯერი

142 ჯავახეთის ქუჩა, თბილისი
2-3 წელი
22 აგვისტო - 21 სექტემბერი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას მაღაზიათა ქსელის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე

ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც–დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში. 
კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაღაზიათა ქსელის ყოველთვიური გეგმების შესრულება და გაყიდვების ზრდა;
  • მაღაზიათა ქსელის მუდმივ გაფართოვებაზე ზრუნვა;
  • მაღაზიათა ქსელის სრული კონტროლი და მართვა;
  • საცალო გაყიდვებისათვის საჭირო მარკეტინგული აქტივობების ინიცირება სათავო ოფისთან და აღსრულებაში მონაწილეობა;
  • რეგიონში საცალო პროდუქტებზე მოთხოვნის შესწავლა და შესაბამისი ახალი პროდუქტების ინიცირება;
  • კომერციული მოლაპარაკებების წარმოება პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან;
  • დებიტორული დავალიანების კონტროლი;
  • კორპორაციული კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი;
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი;
  • შედეგებზე შიდა ანგარიშგებების მომზადება;
  • ბაზრის კვლევა და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • მომხმარებლებთან ეფექტური მომსახურების, კომუნიკაციისა და პოზიტიური ურთიერთობის განვითარებაზე ზრუნვა;
  • არსებული კლიენტებისათვის კორპორაციული შეთავაზების განახლება. პროდუქტის დამატებითი სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ  2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;  (ავტომობილების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
  • სავალდებულოა მართვის მოწმობის  B კატეგორიის ფლობა;
  • MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დროის მართვის უნარი;
  • სხარტი და ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
ანაზღაურება:

  • გამოსაცდელი ვადის პერიოდში: 1000-2000 ლარამდე (გაიზრდება ეტაპობრივად)
  • გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: ფიქსირებული 2000 ლარი+პრემია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მითხოვნების შესაბამის კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
ხელფასი
1000-2000 ₾
გამოცდილება
2-3 წელი
უნარები
დროის მართვის უნარი, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
142 ჯავახეთის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
22 აგვისტო - 21 სექტემბერი