მიმტან-ოპერატორი - თბილისი

პეკინის გამზირი, თბილისი
22 აგვისტო - 21 სექტემბერი

ვაკანსიის აღწერა

betlive.club არის საქართველოში ყველაზე ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სათამაშო სივრცეების ქსელი, რომელიც თავის მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ კონცეფციას, მომსახურებასა და მრავალფეროვან სათამაშო სივრცეებს.

პოზიციის დასახელება: მიმტანი-ოპერატორი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სპეციფიკური სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს დღის და ღამის ცვლაში მუშაობას

ძირითადი მოვალეობები:

  •  მომხმარებლისთვის თანხის განაღდება, შეკვეთების მიღება და მიწოდება.
  •  მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათთვის პროდუქტებთან და სერვისთან დაკავშირებულ საკითხებზე სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება.
  •  მომხმარებლის პრობლემის იდენტიფიცირება და დახმარება.
  •  ობიექტის გამართული მუშაობისათვის საჭირო რესურსების დეფიციტის და საჭიროების თაობაზე უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება;
  •  სამუშაო ადგილზე სისუფთავის, სანიტარული და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  •  პროფესიონალურად და დროულად დახმარება კლიენტების ან/და მათი წარმომადგენლებისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტაში;
  •  საბარათე სისტემის დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება.
საჭირო მოთხოვნები:

  •  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  პუნქტუალურობა;
  •  ყურადღება დეტალების მიმართ;
  •  კომუნიკაბელურობა;
  •  ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
  •  ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
  •  სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
  •  სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
  •  დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი.
betlive.club გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • Fitpass; 
  • დრესკოდის უზრუნველყოფას
  • სამზარეულოს
  • კომპანიისგან სერთიფიცირებულ სასწავლო კურსების უზრუნველყოფას
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • კოლეგიალურ-გუნდურ კოლექტივს;
  • პროფესიულ ზრდა/განვითარებას;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი და 800 ლარამდე ბონუსი, რომელიც დამოკიდებულია მიღწეულ მიზნებზე.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დეტალები
ხელფასი
800 ₾
ენები
ქართული, English, Русский
უნარები
პუნქტუალურობა, ყურადღება დეტალების მიმართ, კომუნიკაბელურობა
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
აზარტული
მისამართი
პეკინის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
22 აგვისტო - 21 სექტემბერი