მოლარე-ოპერატორი

პეტრე ქავთარაძის ქუჩა, თბილისი
1-2 წელი
23 აგვისტო - 22 სექტემბერი

ვაკანსიის აღწერა

სს ,,ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით ,,ელიტ ელექტრონიქსის” 18 მაღაზიას მოიცავს.

სს ”ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Siemens, Gorenje).
სს ”ელიტ ელექტრონიქსი”-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

დამსაქმებელი: სს” ელიტ ელექტრონიქსი”

პოზიციის დასახელება: მოლარე-ოპერატორი

ადგილმდებარეობა: თელავი, ბათუმი ( ნახევარი განაკვეთი, კვირაში 2 სამუშაო დღე)

კონკურსის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება

ძირითადი მოვალეობები:

• ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი
• გაყიდული ნივთის მოდელის ფასის გადამოწმება, გაყიდული ნივთის გატარება
• ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა
• ელექტრონული ანგარიშფაქტურის და ზედნადების გამოწერა
• საგარანტიოს გამოწერა განვადების შემთხვევაში
• საქონლის უკან დაბრუნებისას ფინანსური საბუთების სრულყოფილად შექმნა
• მაღაზიის სასაქონლო ნაშთის ფინანსური აღრიცხვიანობა
• მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა
• საწყობთან კონტაქტი, მისატანი პროდუქციის მისამართების გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• სასურველია უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება
• მოლარე-ოპერატორად/ბუღალტრად მინიმუმ 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება
• კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
• მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
• პასუხისმგებლობის გრძნობა
• გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
• გუნდური მუშაობის უნარი
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
• დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.
დეტალები
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
პეტრე ქავთარაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
23 აგვისტო - 22 სექტემბერი