შესყიდვების მენეჯერი

1 აქვსენტ ისაკიანის ქუჩა, თბილისი
10:00 - 19:00
სრული განაკვეთი
24 აგვისტო - 23 სექტემბერი

ვაკანსიის აღწერა

ონლაინ ჰიპერმარკეტი ვილი დაინტერესებულ და მოტივირებულ პირებს გთავაზობთ შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • დადგენილი გრაფიკის მიხედვით შეკვეთების განხორციელება
  • დადგენილი გრაფიკის მიხედვით მომწოდებლებისათვის შეკვეთების დროულად და ზუსტად მიწოდება
  • მომწოდებელსა და მიმღებს შორის, ზუსტი და ოპერატიული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა
  • პროდუქციის მიღებასთან დაკავშირებული ყოველდღიური შეტყობინებების ანალიზი და მასზე მყისიერი რეაგირება
  • მაღაზიის საწყობთან მუდმივი კომუნიკაცია ნაშთების და პროდუქციის მიღების გრაფიკის ცვლილების თაობაზე
  • სასაქონლო მარაგების ანალიზი: ჭარბი ნაშთებისა და დეფიციტის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება, კომპანიაში არსებული წესების დაცვით
  • უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სამუშაო პროცესთან დაკავშირებული, მიმდინარე ამოცანების და პრობლემების ანალიზი და გადაჭრის გზების დასასხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის ცოდნა
  • კანდიდატისთვის უპირატესობად ჩაითვლება ძლიერი მათემატიკური უნარები
  • კანდიდატისთვის უპირატესობად ჩაითვლება პროგრამააპექსისცოდნა

საჭირო უნარ-ჩვევები:
  • მაღალი სამუშაო ეთიკა და პასუხისმგებლობა
  • ხარისხსა და ეფექტურობაზე ორიენტირებულობა
  • მიზანმიმართულობა და ორგანიზებულობა
ჩვენთან დაგხვდება: 
  • ინოვაციებზე ორიენტირებული გუნდი
  • სტაბილური, კომფორტული და  მეგობრული სამუშაო გარემო;
  • ფიქსირებული ანაზღაურება: 800 ლარი (საწყისი)
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00
თუ დაინტერესდი და შენი პროფილი შეესაბამება პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაგვიზიარე რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას და გელით ჩვენს გუნდში!
დეტალები
ხელფასი
800 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
ენები
ქართული
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
სხვა
სლოგანი
ვილი ფერმერებისგან!
მისამართი
1 აქვსენტ ისაკიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
24 აგვისტო - 23 სექტემბერი