ელექტროშემდუღებელი

1 თორნიკე ერისთავის ქუჩა, თბილისი
09:00 - 18:00
Full time
1-2 years
29 August - 28 September

Vacancy description

სამშენებლო კომპანია "ადლი" 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმური მომსახურება.

სამშენებლო კომპანია "ადლი" აცხადებს ვაკანსიას ელექტროშემდუღებლის ვაკანსიაზე.

სამუშაო განაკვეთი: 9:00-18:00 სთ
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • ელექტროშედუღების წარმოება. ლითონკონსტრუქციების შექმნა/შედუღება;
  • ტექნიკური სამუშაოების წარმოება, როგორიცაა: ბადის კონსტრუქციის, მოაჯირების, კუთხოვანების და ა.შ. წარმოება.
ძირითადი მოთხოვნები:

  • ელექტროშემდუღებლად მუშაობის გამოცდილება;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი).

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო არის სტაბილური, მაღალანაზღაურებადი, სამედიცინო დაზღვევითა და სხვადასხვა ბენეფიტებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.adli.ge

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
Details
Employment type
Full time
Experience
1-2 years
Education
Bachelor
Working hours
09:00 - 18:00
Skills
ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი, დისციპლინირებულობა;
About Employer
Location
1 თორნიკე ერისთავის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
29 August - 28 September