სტანდარტული

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

29 აგვისტო - 28 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
1 თორნიკე ერისთავის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა

ვაკანსიის აღწერა

სამშენებლო კომპანია "ადლი" 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, , მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

სამშენებლო კომპანია "ადლი" აცხადებს ვაკანსიას - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში შრომის უსაფრთხოების წესების დასაცავად შესაბამისი ღონისძიებების დანერგვა/გატარება;
  • სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების რისკების შეფასება;
  • კომპანიის პერსონალისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით სწავლება/ინსტრუქტაჟის ჩატარება;
  • სამუშაო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი;
  • კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოება;
ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამშენებლო/ამწე მოწყობილობების მიმართულებით);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ან რუსული ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.adli.ge/ka

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მისამართი
1 თორნიკე ერისთავის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
29 აგვისტო - 28 სექტემბერი