შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, სამუშაო გეგმის შედგენა და მათ მიერ განხორციელებული გაყიდვების და მომსახურების პროცესის მონიტორინგი;
- დაქვემდებარებული პერსონალის დავალებათა შესრულების კონტროლი, შესრულების ხარისხის შეფასება;
- სექციის გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი;
- ფასების კორექტირება, აქციების და ფასდაკლებების განხორციელება;
- მოთხოვნად პროდუქციაზე ინფორმაციის მიწოდება შესყიდვების დეპარტამენტთან;
- მაღაზიის დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (საცალო/პირდაპირ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა;
- 1C-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებულობა;
- სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა
- სამუშაო საათები: 09:00-19:00 სთ
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო)
- ანაზღაურება 1500 ლარი + ბონუსი
- Fitpass
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV.
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!