გარე პერიმეტრის დასუფთავების თანამშრომელი

2 ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, თბილისი
09:00 - 22:00
31 აგვისტო - 30 სექტემბერი

ვაკანსიის აღწერა

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას გარე პერიმეტრის დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • აკონტროლებს ურიკების განლაგებას და მდგომარეობას;
  • ალაგებს და ტვირთავს ცელოფანისა და მუყაოს ნარჩენებს;
  • ყურადღებას აქცევს ნაგვის ურნის დაცლა გატანას პროცესს;
  • მართავს იატაკის მოსარეცხ მანქანას და ასუფთავებს შიდა პერიმეტრს;
  • ალაგებს ჰიპერმარკეტის გარშემო ტერიტორიას;
  • საჭიროების შემთხვევაში ასრულებს პირადი ხელმძღვანელის სხვა სამსახურეობრივ დავალებებს.
ძირითადი მოთხოვნები:

  • კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 3 დღე მუშაობა 3 დღე
  • სამუშაო საათები: 09:00 - 22:00 სთ (1 საათი შესვენება)
  • ანაზღაურება: 700 ლარი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/საოჯახო)
  • FitPass;
  • უფასო ტრანსპორტირება;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV.

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
ხელფასი
700 ₾
სამუშაო საათები
09:00 - 22:00
უნარები
პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
საცალო ვაჭრობა
სოციალური ქსელები
31 აგვისტო - 30 სექტემბერი