მტვირთავი

კახეთის გზატკეცილი, ქვემო ქართლის მხარე
10:00 - 19:00
სრული განაკვეთი
31 აგვისტო - 30 სექტემბერი

ვაკანსიის აღწერა

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე ლილოში მდებარე საწყობში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწყობში მოსული ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა;
  • შემოსული პროდუქციის დასაწყობება;
  • სხვა ფიზიკური სამუშაოების შესრულება, რაც დაკავშირებულია ჰიპერმარკეტის საქმიანობასთან;
პიროვნული თვისებები:

  • კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პირობები:

  • გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ
  • ხელფასი: 900 ლარი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV.

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
ხელფასი
900 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
უნარები
კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
საცალო ვაჭრობა
სოციალური ქსელები
31 აგვისტო - 30 სექტემბერი