იურისტი - ქუთაისი

40 ჭავჭავაძის გამზ., ქუთაისი
1-2 წელი
01 სექტემბერი - 01 ოქტომბერი

ვაკანსიის აღწერა

შპს მისო "ბერმელი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე ქ.ქუთაისში.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ, შაბათი 09:20-14:20
  • სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე.
  • ანაზღაურება: მინიმალური 1250 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები (საჭიროების შემთხვევაში), განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება, საჭიროების შემთხვევაში მათი ნოტარიულად დამოწმება.
  • სასამართლო წარმომადგენლობა;
  • მის პორტფელში არსებული სესხების სწორად დაანგარიშება რესტრუქტურიზაციამდე/ სასამართლოში და აღსრულებაში გადაცემამდე;
  • კომპანიის თანამშრომლებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  • საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
  • წარმომადგენლობა ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ხელშეკრულებების შესახებ მოლაპარაკების წარმოება;
  • იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;
  • სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და ექსპერტიზა;
  • პრობლემურ დებიტორებთან ურთიერთობა და დებიტორული დავალიანებების ამოღება სამართლებრივი ინსტრუმენტებით;
  • საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების, მისი სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა და განხორციელება, კომპანიის მუშაობაში დანერგვა;
  • ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა.
ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • სასურველია მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word" და " Microsoft Excel")
პიროვნული თვისებები:

  • პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;
  • პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე.
დეტალები
ხელფასი
1250 ₾
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი
დამსაქმებლის შესახებ
სოციალური ქსელები
01 სექტემბერი - 01 ოქტომბერი