პორტფელის მართვის სპეციალისტი

1 რამაზ ჩხიკვაძის ქუჩა, თბილისი
10:00 - 19:00
სრული განაკვეთი
02 სექტემბერი - 02 ოქტომბერი

ვაკანსიის აღწერა

ბენე კომფორტი დაარსდა 2020 წელს და უკვე მესამე წელია ემსახურება 20-ზე მეტ საცხოვრებელკომპლექსს და ზრუნავს 2000-მდე მობინადრის ყოველდღიურ კომფორტსა და კეთილდღეობაზე. კომპანიის სტრატეგიული გეგმის მიხედვით, მომდევნო 2 წლის განმავლობაში ბენე კომფორტი უნდა გახდეს ბაზარზე უძრავი ქონების სექტორში პირველი მულტიფუნქციური კომპანია, რომელიც თავის თავში გააერთიანებს, როგორც საცხოვრებელი კორპუსების მართვას, ასევე ყიდვა გაყიდვის სააგენტოს, აპარტოტელების მართვას და უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიას, როგორც ინვესტორებისათვის ასევე დეველოპერებისათვის. თუ შენთვის მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა, მაღალშემოსავლიანი სამსახური და წარმატებული კარიერა, ასევე გაინტერესებს უძრავი ქონების სექტორი ჩვენ მზადვართ შენთან შესახვედრად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უძრავი ქონების მართვისა და საინვესტიციო კომპანია „ბენე კომფორტი“ იძლევა განსაკუთრებულ შესაძლებლობას იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს განავითაროს პროფესიული უნარჩვევები გაყიდვების მიმართულებით. გთავაზობთ სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით, სტაჟირების პერიოდი მოიცავს თეორიულ სწავლებას რომელსაც აქტიურად განახორციელებთ პრაქტიკულ სამუშაო გარემოში.
სამუშაო აღწერილობა:

  • პორტფელის მართვა;
  • პორტფელის მუდმივი განახლება: უძრავი ქონების/ების მოძიება, ადგილზე ნახვა, დასურათება;
  • ბაზრის შედარებითი ანალიზის საფუძველზე პორტფელში არსებული ქონებების ღირებულების შეფასება;
სამუშაო პირობები:

  • ადგილი: თბილისი, რ.ჩხიკვაძის #1 (ნუცუბიძის #129)
  • განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00
  • ანაზღაურება: ბონუსი
  • კორპორატიული დაზღვევა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას! 
დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
რამაზ ჩხიკვაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
02 სექტემბერი - 02 ოქტომბერი