მარკეტინგის მენეჯერი

13 მერაბ ალექსიძის ქუჩა, თბილისი
10:00 - 18:00
სრული განაკვეთი
2-3 წელი
05 სექტემბერი - 05 ოქტომბერი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია,, ბარაქა,, არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, სფეროში ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს 7 ქსელურ აგრომაღაზიასა, ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.

ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებად სამსახურს ახალგაზრდულ და საინტერესო გუნდში.

გვიხილეთ:
Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia
Youtube-ზე - https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A
ან ვებ-გვერდზე www.baraka.ge

ბარაქაში ვაცხადებთ  ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ მარკეტინგის დეპარტამენტისათვის გუნდის ხელმძღვანელს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში. 

კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

  • მარკეტინგის განხრით უმაღლესი განათლება;
  • კრეატიული აზროვნება;
  • გუნდის ხელმძღვანელად  მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • აუცილებელია მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2  წლიანი გამოცდილება;
  • გამართულად წერის უნარი და ფლობდეს ინგლისურ ენას;
  • ასევე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Word, Excel, PowerPoint, Outlook);
  • ციფრული მარკეტინგის განხრით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და იმპლემენტაცია (მათ შორის ონლაინ მარკეტინგული აქტივობები);
  • მარკეტინგული მასალების მომზადებაში მონაწილეობა, მათი კონტროლი და მართვა, ქსელთან კომუნიკაცია;
  • პარტნიორ ორგანიზაციებთან და სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია, შემდგომი აქტივობების დაგეგმვის მიზნით;
  • არსებული და ახალი პროექტების მარკეტინგული კომუნიკაციის განხორციელება და მონიტორინგი;
  • მომხმარებლის ქცევის და კონკურენტების/ბაზრის ანალიზი, ასევე სხვადასხვა კვლევის დაგეგმვა და რეპორტინგი;
  • შესრულებული და დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების/ სამუშაოების შესახებ რეპორტების მომზადება; ეფექტურობის შეფასება;
  • იუთუბ გვერდის  აქტივობების დაგეგმვა / სამუშაოების შესახებ რეპორტების მომზადება; ეფექტურობის შეფასება;
  • და სხვა მარკეტინგული სამუშაოები.
დასაქმებულს ვთავაზობთ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ახალგაზრდა  თანამშრომელთა გუნდს;
  • პროფესიული და კარიერული  განვითარების პერსპექტივას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მიმზიდველ  კონკურეტუნარიან ხელფასს კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია ( მ.ალექსიძის 13) და ხანმოკლე მივლინებები საქართველოს რეგიონებში (კომპანიის ხარჯზე).

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე, 10-დან 18 საათამდე, შაბათი -კვირა დასვენების დღეები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით/

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
ენები
ქართული, English
გამოცდილება
2-3 წელი
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
უნარები
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
კვლევა
სლოგანი
მეცნიერება უხვი მოსავლისთვის
მისამართი
13 მერაბ ალექსიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
05 სექტემბერი - 05 ოქტომბერი