პურის და ხაჭაპურის მცხობელი - თბილისი

ნავთლუღის ქუჩა, თბილისი
08 September - 07 September

Vacancy description

„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია „Majid Al Futtaim Retail“, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
„კარფურის“ მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის  უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.   
„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას. 

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას თბილისში შემდეგ პოზიციებზე:

1. პურის მცხობელი (ბაგეტი; შოთი); 2. ხაჭაპურის მცხობელი

სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის, დაინტერესებულ და მოტივირებულ კანდიდატებს კომპანია შესაძლებლობას აძლევს ადგილზე დაეუფლონ ახალ პროფესიას.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის მომზადება
  • პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი
  • დახლების რეგულარულად შევსება
  • დაფასოებულ პროდუქციაზე საფასო იარლიყების კონტროლი
  • ინგრედიენტების მარაგების კონტროლი
მოთხოვნები:

  • მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი
  • მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!
Details
Skills
Teamwork Skills, Customer Service
About Employer
Slogan
შევქმნათ დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის ყოველდღე
Location
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
08 September - 07 September