„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია „Majid Al Futtaim Retail“, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
„კარფურის“ მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას თბილისში IT ოფიცერის პოზიციაზე.
ძირითდი მოვალეობები
- პერიოდული განმეორებითი დავალებების შესრულება და რეპორტების წარმოება;
- სხვადასხვა სისტემურ პრობლემაზე მუშაობა მისი უშუალო სუპერვაიზორის დაქვემდებარების ქვეშ;
- ენდ იუზერების დახმარება მათი სამუშაო გარემოს გამართულად მუშაობისთვის (e-mails, network problems, etc.);
- IT მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა დავალების შესრულება;
- IT მოწყობილობების მონიტორინგი და მათი გამარულად მუშაობის უზრუნველყოფა;
მოთხოვნები:
- IT მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, დავალებისთვის გამოყოფილი ვადების კონტროლი;
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.
გისურვებთ წარმატებებს!