ინვენტარიზაციის სპეციალისტი

ნავთლუღის ქუჩა, თბილისი
08 სექტემბერი - 07 სექტემბერი

ვაკანსიის აღწერა

„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია „Majid Al Futtaim Retail“, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
„კარფურის“ მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის  უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ფინანსების დეპარტამენტში დამწყებ პოზიციაზე - ინვენტარიზაციის სპეციალისტი

ძირითადი ფუნქციები:

  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის დათვლა წინასწარ გაწერილი გრაფიკის  თანახმად.
  • აღწერის შედეგების ასახვა პროგრამაში;
მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
  • ექსელის საბაზისო დონე.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • სხარტი, პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV.

შენიშვნა: პოზიცია გულისხმობს 3 დღეში ერთხელ ღამის ცვლაში მუშაობას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
დეპარტამენტი
ფინანსები
ენები
ქართული, English
უნარები
დროის ეფექტურად მართვა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება
დამსაქმებლის შესახებ
სლოგანი
შევქმნათ დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის ყოველდღე
მისამართი
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
08 სექტემბერი - 07 სექტემბერი