„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია „Majid Al Futtaim Retail“, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
„კარფურის“ მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას დეკორატორის პოზიციაზე თბილისი მოლში.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის დეკორირების კონცეფციის გათვალისწინებით, საჭირო ვიზუალური მასალის შექმნა და განახლება;
- საინფორმაციო ნიშნების, პრდუქციის დასახელებებისა და ფასმაჩვენებლების სწორად განთავსების უზრუნველყოფა;
- სარეკლამო ან/და საინფორმაციო ბროშურების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- პოსტერების ბეჭდვა, დაჭრა და ლამინირება;
- დეკორაციის მენეჯერის დახმარება მაღაზიის დეკორირებაში;
- დეკორაციის დეპარტამენტის მასალებისთვის განკუთვნილი საწყობის მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერული პროგრამების: Corel Draw საბაზისო დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
- MS OFFICE - ის პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
- დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.
გისურვებთ წარმატებებს!