მონაცემთა ბაზის ოპერატორი

ნავთლუღის ქუჩა, თბილისი
1-2 წელი
08 სექტემბერი - 07 სექტემბერი

ვაკანსიის აღწერა

„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია „Majid Al Futtaim Retail“, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
„კარფურის“ მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის  უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას თბილისში მონაცემთა ბაზის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითდი მოვალეობები:

  • მონაცემთა შეყვანისთვის დოკუმენტების მომზადება, შედგენა და დახარისხება;
  • ინფორმაციის სისტემაში შეტანა, განახლება, შენახვა, მოძიება;
  • უკვე შესრულებული საქმის გადამოწმება;
  • სხვადასხვა რეპორტების მომზადება რეგულარულად;
  • მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მონაცემთა ბაზაში ჩაითვლება უპირატესობად.
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზაციულობა და დროის მართვის უნარები;
  • დაკისრებული მოვალეობების ვადებში შესრულება;
  • პასუხისმგებლობის  მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ინგლისური ენა საშუალო დონეზე ;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზაციულობა და დროის მართვის უნარები
დამსაქმებლის შესახებ
სლოგანი
შევქმნათ დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის ყოველდღე
მისამართი
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
08 სექტემბერი - 07 სექტემბერი