სერვისის კონსულტანტი

მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
12 სექტემბერი - 12 ოქტომბერი

ვაკანსიის აღწერა

დომინოს პიცა (Domino`s Pizza) ამერიკული მრავალეროვნული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას.
საქართველოში წარმოდგენილია 2015 წლიდან და აერთიანებს ხუთ ფილიალს. კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს.

თუ გეკომფორტულება მომსახურების სფერო, გიყვარს გუდთან ერთად მუშაობა და გინდა მიაღწიო კარიერულ განვითარებას მოკლე დროში , მაშინ ჩვენ გვჭირდებით შენ !

 

გამოცდილება არ არის აუცილებელი, შერჩეული კანდიდატები ადგილზე შეისწავლიან საქმიანობას და გაივლიან ტრენინგებს.


ვაკანსია: სერვისის კონსულტანტი.
ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი - ვაკე, საბურთალო,გლდანი, ისანი . (კანდიდატი გადანაწილდება საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად)
სამუშაო საათები: ცვლებში სამუშაო.
ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი გეგმის შესრულების შემთხვევაში  (100-150 ლარი)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მენიუს ზედმიწევნით ცოდნა და პროდუქციის შესაბამისად მომზადება;
  • პიცის აწყობა ,მომზადება
  • მოვალეობების შესრულებისას კომპანიის სტანდარტებისა და პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
  • კომპანიის პროგრამასთან მუშაობა;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

 

  • ყოველწლიურად ზრდადი ანაზღაურება.
  • ანაზღაურებადი სტაჟირება და სწავლება ნულიდან .
  • დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა;
  • კარიერული განვითარება -  პოზიციური და ფინანსური წინსვლის პერსპექტივა.
  • ფასდაკლება სპორტულ დარბაზებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:


  • ენერგიული 
  • აქტიური
  • პოზიტიური
  • პუნქტუალური
  • შრომისმოყვარე
  • ყურადღებიანი და მობილიზებული 

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე.


თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

 

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

დეტალები
ხელფასი
700
ენები
ქართული, English
უნარები
პუნქტუალური, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი
დამსაქმებლის შესახებ
სოციალური ქსელები
12 სექტემბერი - 12 ოქტომბერი