შპს "ქართული ჰოლდინგი" 11 წელია აქტიურად მოღვაწეობს ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე. ჰოლდინგი ოთხ ქართულ და ერთ საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს, რომელთა საერთო მისია ერთ დიდ სივრცეში მასშტაბური პროექტების დაგეგმვა და შესრულებაა.
ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. ბათუმი.
ფუნქცია-მოვალეობები:
ყოველდღიური ვიზუალური/ტექსტუალური კონტენტის მომზადება;
ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ციფრული პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, LinkedIn);
სოციალური მედია კამპანიისა და რეკლამის დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება;
შედეგების ყოველთვიური ანალიზი;
მომხმარებელთან კომუნიკაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
გრაფიკული პროგრამების/პროგრამის ცოდნა (Adobe Photoshop);
Facebook Ads - ში მუშაობის გამოცდილება;
ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები გამართულად წერის უნარი;
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
შედეგზე ორიენტირებულობა;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და არსებობის შემთხვევაში, პორტფოლიო.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.kartuliholdingi.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე - +995 577079700.