პერსონალის ადმინისტრირების კოორდინატორი

40 ვაჟა-ფშაველას გამზირი, თბილისი
Full time
1-2 years
14 September - 09 October

Vacancy description

„ევექსის კლინიკები“  აცხადებს შერჩევას პერსონალის ადმინისტრირების კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  სათავო ოფისი
სამუშაო განრიგი: 8 საათიანი,  5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

  • „პორტფელის“ფარგლებში თანამშრომლებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კანონმდებლობისა და შიდა პროცედურების/პოლიტიკების შესაბამისად ადმინისტრირება;
  • ხელფასების ადმინისტრირება და ბიუჯეტის კონტროლი;
  • პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის ბაზებში და პროგრამაში ადმინისტრირება;
  • რეგიონის ჭრილში სწორი და დროული კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომელთა მხარდაჭერა სხვადასხვა საკითხებში;
  • ქსელის მასშტაბით შვებულებების, ბიულეტენების, დეკრეტების და სხვა გაცდენების ადმინისტრირება;
  • ახალი სერვისის, პროექტის საშტატო განრიგის პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;
  • სტანდარტული და არასტანდარტული ანგარიშების დროულად და უშეცდომოდ მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
  • სასურველია შესაბამისი მიმართულებით  სამუშაო გამოცდილება,
  • სასურველია შრომის კოდექსის ცოდნა,
  • MS Office მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel 
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პროფესიული განვითარების მოტივაცია;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ძლიერი ლოგიკური, მათემატიკური და ანალიტიკური უნარები;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაცია, ხარისხი და სიზუსტე;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexclinics.ge/ka/vacancy/personalis-administrirebis-koordinatori/422 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  9 ოქტომბერი , 2022 წ.

“ევექსის კლინიკები“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.


Details
Employment type
Full time
Experience
1-2 years
Education
Bachelor
Skills
ძლიერი ლოგიკური, მათემატიკური და ანალიტიკური უნარები, პროფესიული განვითარების მოტივაცია
About Employer
Category
Medical
Location
40 ვაჟა-ფშაველას გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
14 September - 09 October