მძღოლ-ექსპედიტორი

7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი
19 სექტემბერი - 19 ოქტომბერი

ვაკანსიის აღწერა

სს „ნიკორა ტრეიდი“  ბაზარზე  მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის  „ნიკორა სუპერმარკეტისა“ და „ლიბრეს“ სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 400-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.
კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება.  ჩვენი  გუნდი  6000-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს www.nikorasupermarket.ge   

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე ქ. თბილისში

ანაზღაურება: 1250-1350 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

  •  სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
  •  სადისტრიბუციო ავტომობილის პროდუქციით დატვირთვა/ჩამოტვირთვა;
  •  ტრანსპორტირებისთვის გამზადებული პროდუქციის რაოდენობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  C კატეგორიის მართვის მოწმობა;
  •  სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:

  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  ორგანიზებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
დეტალები
ხელფასი
1250-1350 ₾
უნარები
დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა
დამსაქმებლის შესახებ
სლოგანი
„ნიკორა სუპერმარკეტი“ - ბრენდი, რომელიც სანდოა!
მისამართი
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
19 სექტემბერი - 19 ოქტომბერი