მოლარე-კონსულტანტი

7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი
19 სექტემბერი - 19 ოქტომბერი

ვაკანსიის აღწერა

სს „ნიკორა ტრეიდი“  ბაზარზე  მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის  „ნიკორა სუპერმარკეტისა“ და „ლიბრეს“ სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 400-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.
კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება.  ჩვენი  გუნდი  6000-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს www.nikorasupermarket.ge

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში - დასაქმდი მარტივად გამოცდილების გარეშე

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან - 850-900 ლარს;
  • ტრანსპორტირების დაფინანსებასა და ბონუსს;
  • თვეში მხოლოდ 10 სამუშაო ცვლას;
  • კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას;
  • მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:

  •  კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა;
  •  პროდუქციის დახარისხება და კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით;
  •  პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება;
  •  გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  •  მომხმარებლის ლოიალურობაზე ზრუნვა.
გახდი  ჩვენი  გუნდის წევრი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი მონაცემები, ატვირთე რეზიუმე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
დეტალები
ხელფასი
850-900
დამსაქმებლის შესახებ
სლოგანი
„ნიკორა სუპერმარკეტი“ - ბრენდი, რომელიც სანდოა!
მისამართი
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
19 სექტემბერი - 19 ოქტომბერი