ბარისტა

7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი
19 სექტემბერი - 19 ოქტომბერი

ვაკანსიის აღწერა

სს „ნიკორა ტრეიდი“  ბაზარზე  მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის  „ნიკორა სუპერმარკეტისა“ და „ლიბრეს“ სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 400-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება.  ჩვენი  გუნდი  6000-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს www.nikorasupermarket.ge 

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე ქ. თბილისში - დასაქმდი მარტივად გამოცდილების გარეშე

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან - 700 ლარს + ბონუსი;
  • კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას;
  • მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა;
  • პროდუქციის დახარისხება და კონტროლი;
  • ცივი და ცხელი სასმელების მომზადება;
  • სალარო ოპერაციების წარმოება.
დაინტერესების შემთხვევაში ატვირთე რეზიუმე და გახდი  ჩვენი  გუნდის წევრი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
დეტალები
ხელფასი
700
დამსაქმებლის შესახებ
სლოგანი
„ნიკორა სუპერმარკეტი“ - ბრენდი, რომელიც სანდოა!
მისამართი
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
19 სექტემბერი - 19 ოქტომბერი