კომპანია „ჯეო ტექნიკსი“ 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას კომერციული/სასაწყობე ფართების და ავტომობილების გაქირავება წარმოადგენს.
კომპანია „ჯეო ტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას - ავტოამწის მძღოლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- ავტოამწის მართვის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
- კომპანიის სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
- ხელმძღვანელობისათვის დროული ინფორმირება მოსალეოდნელი რისკების შესახებ;
ძირითადი მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა/სერთიფიკატი;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 557495549.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი, 2022 წ
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.