ზედამხედველობის უმცროსი სპეციალისტი

1 გია რომელაშვილის ქუჩა, თბილისი
სრული განაკვეთი
1-2 წელი
24 სექტემბერი - 10 ოქტომბერი

ვაკანსიის აღწერა

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიან, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის  უზრუნველყოფა. ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ზედამხედველობის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე. 

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

  • სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე ტექნიკური ზედამხედველობა;
  • კაპიტალური მშენებლობის გეგმების შესრულების მიმდინარეობის, სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის და აგრეთვე, გამოსაყენებელი მასალების, ნაკეთობებისა და კონსტრუქციების ხარისხის კონტროლი;
  • ინსტრუქციების, წესებისა და ნორმების მოთხოვნების დაცვა სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოების შესრულებისას;
  • ტექნიკურ სამუშაოებში დაფიქსირებული დარღვევის გამოვლენა;
  • სამუშაო ობიექტებზე რეგულარული ვიზიტების წარმოება და პროცესზე დაკვირვება;
  • დარღვევების, გადახრების ოპერატიული აღმოფხვრის ინიცირება შესაბამისი სამსახურების მეშვეობით;
  • დაფიქსირებული და აღმოფხვრილი გადახრების შესახებ პერიოდული ანგარიშის  მომზადება;
  • პერიოდული რეკომენდაციის მომზადება შიდა და გარე შემსრულებლების მუშაობის ხარისხის ასამაღლებლად;
  • დამკვეთის სახელით სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოების შესრულებისა და კონტრაქტორი სამშენებლო ორგანიზაციებისგან დასრულებული ობიექტების მიღება-ჩაბარების კონტროლი;
  • დასრულებული სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოებისა და ობიექტების ტექნიკური მიღება - ჩაბარება, აუცილებელი ტექნიკური დოკუმენტაციის გაფორმება;
  • ავარიების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება განმეორებითი ავარიების თავიდან ასაცილებლად;

 მოთხოვნები:

  • უმაღლესი  ან პროფესიული ტექნიკური განათლება (სასურველია სამშენებლო, საპროექტო, წყალომარაგება, წყალარინების მიმართულებით);
  • მშენებლობის მიმართულებით მუშაობის მიმიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული დადგენილებები, განკარგულებები, ბრძანებები, მეთოდური და ნორმატიული მასალების ცოდნა;
  • საწარმოს ტექნიკური განვითარების პერსპექტივების ცოდნა;
  • სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა;
  • დასრულებული ობიექტების მიღება-ჩაბარების წესი და მათი ხარისხის კონტროლის მეთოდების ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული;
  • კომპუტერული პროგრამის MS Office სრულყოფილი ცოდნა;
  • შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტებისა და მეთოდური მასალების გამოყენების ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV არა უგვიანეს 2022 წლის  10 ოქტომბრისა.

 

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
1 გია რომელაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
24 სექტემბერი - 10 ოქტომბერი