შესყიდვების სპეციალისტი

1 გია რომელაშვილის ქუჩა, თბილისი
სრული განაკვეთი
1-2 წელი
24 სექტემბერი - 03 ოქტომბერი

ვაკანსიის აღწერა

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის  უზრუნველყოფა. ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სატრანსპორტო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.  

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შესყიდვის მოთხოვნის მიღება და შესყიდვების სრული ციკლის განხორციელება ავტო-სატრანსპორტო საშუალებებზე, სპეცტექნიკაზე, მათ სათდარიგო ნაწილებზე და მომახურებაზე;
  • მიმწოდებლების ბაზრის კვლევა და ალტერნატიული მომწოდებლების მოძიება;
  • მომწოდებლის შერჩევის პროცესის ორგანიზება და ჩატარება დადგენილი პროცედურ(ებ)ის თანახმად;
  • შესყიდვის პროცესთან დაკავშირებულ პირებთან/სამსახურებთან ერთად მუშაობა/კომუნიკაცია  შესყიდვის სწორად და ხარისხიანად შესასრულებლად;
  • მიმწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება შესყიდვის თითოეულ ეტაპზე;
  • ახალი ნომენკლატურის შექმნაში მონაწილეობა;
  • შესყიდვის ხელშეკრულებების მომზადება, მათი ავტორიზაციის უზრუნველყოფა და მხარეების ხელმოწერის შემდეგ ხელშეკრულების პირობების სწორად განხორციელების კონტროლი;
  • მომწოდებლისთვის შეკვეთის მომზადება, გაგზავნა და საქონლის/მომსახურების  მოწოდების კონტროლი;
  • მომწოდებლებთან პრობლემურ საკითხებზე ურთიერთობა და დროული რეაგირება;
  • შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების და ლოგისტიკის სფეროში;
  • უპირატესობა მიენიჭება ავტო საშუალებების შესყიდვა/მომსახურების გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • სასურველია ERP-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; 
  • ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; 
  • ახალ გარემოებებთან ადაპტაციის უნარი;
  • კომუნიკაციის და მოლაპარაკების ჩატარების უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV არა უგვიანეს 2022 წლის  3 ოქტომბრისა.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1ცწლის განმავლობაში.

დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
ენები
English
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
1 გია რომელაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
24 სექტემბერი - 03 ოქტომბერი