გაყიდვების ოფიცერი - თბილისი

37 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი
სრული განაკვეთი
26 სექტემბერი - 26 ოქტომბერი

ვაკანსიის აღწერა

"რე|ბანკი" წარმოადგენს "პაშა ბანკი საქართველოს" საცალო მიმართულების ქვებრენდს და ამ სეგმენტს 2019 წლიდან ემსახურება. "პაშა ბანკი საქართველო", თავის მხრივ, მსხვილი საინვესტიციო ჯგუფის, პაშა ჰოლდინგის ნაწილი და კორპორატიულ სფეროში მოქმედი რეგიონული ბანკია.

თუ გსურს გახდე ახალგაზრდა, ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, შემოგვიერთდი! ეს შენი შანსია!

პოზიციის სახელი: გაყიდვების ოფიცერი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: გაყიდვების დეპარტამენტი

ვისთვის არის განკუთვნილი ეს პოზიცია?!

  •  ვინც ეძებს პირველ სამუშაო გამოცდილებას ან სურვილი აქვს, გაიღრმაოს ცოდნა გაყიდვების მიმართულებით
  •  ვისაც სურს, კარიერული განვითარება და წინსვლა საბანკო სფეროს დაუკავშიროს
  •  ვისთვისაც მნიშვნელოვანია მხარდაჭერა სწავლასა და განვითარებაში
რა დაგხვდებათ ჩვენთან?!

  •  საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობა
  •  მხარდამჭერი და მეგობრული გუნდი
  •  ღიაობა ინიციატივების მიმართ
  •  კონკურენტული ანაზღაურება და მრავალფეროვანი ბენეფიტების პაკეტი
რა არის ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები?!

  •  არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის საბანკო პროდუქტებისა და სერვისების გაცნობა
  •  საბანკო პროდუქტებისა და სერვისების (სესხები, საბანკო ბარათები) აქტიური გაყიდვა ბანკის მიერ განსაზღვრულ გაყიდვების წერტილებში
  •  ყოველდღიური დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა, ფაილინგის წარმოება
  •  ბანკის მიერ დაგეგმილ მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება
  •  მომხმარებლებთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება, მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების გზით
რა საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს ამ პოზიციას?!

  •  განათლება - ახალი კურსდამთავრებული ან მინიმუმ ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტი
  •  ენების ცოდნა - ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  •  ტექნიკური ცოდნა - MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  •  სამუშაო გამოცდილება - სასურველია გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება
რა არის ამ პოზიციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები?!

  •  მაღალი სამუშაო ეთიკა & სხვების პატივისცემა
  •  ხარისხზე ორიენტაცია & ეფექტურობა
  •  პასუხისმგებლობა & მიზანზე ორიენტაცია
  •  კომუნიკაცია & საქმიანი ურთიერთობები
  •  ინიციატივა & ინოვაცია
თუ დაინტერესდი და შენი პროფილი შეესაბამება პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაგვიზიარე რეზიუმე/LinkedIn პროფაილი.

 დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს/LinkedIn პროფაილის გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ სს "პაშა ბანკი საქართველო" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი წესით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია სს "პაშა ბანკი საქართველოში" დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pashabank.ge

დეტალები
დეპარტამენტი
გაყიდვები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
უნარები
პასუხისმგებლობა, მაღალი სამუშაო ეთიკა, ხარისხზე ორიენტაცია
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
37 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი 0162, საქართველო
სოციალური ქსელები
26 სექტემბერი - 26 ოქტომბერი