დიჯიტალ მენეჯერი

1 ფარნავაზ მეფის გამზირი, თბილისი
26 სექტემბერი - 26 ოქტომბერი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია „გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას „დიჯიტალ მენეჯერის“ პოზიციაზე.

თუ ცდილობ არ ჩამორჩე თანამედროვე სამყაროს გამოწვევას - ტექნოლოგიურ ინოვაციებს და შენთვის მიმზიდველია ციფრულ სამყაროში მუშაობა, გეძებთ, რათა შენი ოცნებები აქციო საერთო წარმატებად.

ძირითადი ფუნქციები:

  • ციფრულ არხებში ბრენდის ცნობადობის ამაღლება და პროდუქტის გაყიდვა;
  • ქართულ და გლობალურ ინტერნეტ სივრცეში მიმდინარე ტენდენციების, რეიტინგებისა და საძიებო სისტემების მონიტორინგი, ანალიზი და კომპანიის მიზნებისათვის შესაბამისი ინფორმაციის გამოყენება;
  • სოციალური მედიის პლატფორმების განვითარების გეგმის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;
  •  სოციალური ქსელის მეშვეობით მომხმარებელელთან კომუნიკაცია /მონიტორინგი;
  • ონლაინ მაღაზიისა და ვებგვერდის მართვა და განვითარებაზე ზრუნვა;
  • ონლაინ მაღაზიის მომხმარებლებთან პროდუქციის მიტანის მონიტორინგი;
  • ციფრული კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, მართვა, მონიტორინგი  და რეპორტინგი;
  • ციფრული არხების სისტემატური ანალიზი და რეპორტების მომზადება;
  • მარკეტინგისა და კომერციულ სამსახურთან მუდმივი კომუნიკაცია აქციების, ფასებისა და პროდუქციის შესახებ;
აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • დიჯითალ მარკეტინგის პრინციპების, ტენდენციების და ხელსაწყოების გამოყენების სიღრმისეული ცოდნა;
  • კრეატიულობა და შემოქმედებითობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, PR-ის ან მომიჯნავე მიმართულებით; 
  • უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს. 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ადმინისტრაციული
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV ან დაგვიკავშირდი შემდეგ ნომერზე: 577200712;

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
განათლება
ბაკალავრი
უნარები
კრეატიულობა, შემოქმედებითობა, გუნდური მუშაობის უნარი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
1 ფარნავაზ მეფის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
26 სექტემბერი - 26 ოქტომბერი