,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას ჯუნიორ ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ERP სისტემის ტექნიკური დავალების მომზადება ბიზნეს პროცესის შესაბამისად;
ტექნიკური დავალების შესაბამისად შესრულებული სამუშაოს გატესტვა;
დანერგილი პროცესების და ERP სისტემის კონტროლი და მხარდაჭერა;
პერსონალის გადამზადება; ERP სისტემის და პროცესების სწავლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან კომპიუტერული მეცნიერების, განხრით/ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების MS Office ცოდნა;
ERP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობის გრძნობა და შრომისმოყვარეობა;
სწრაფად ათვისების უნარი;
ციფრული უნარჩვევები;
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნებების უნარი;
პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
კოლეგიალურობა და გუნდში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV არაუგვიანეს 2022 წლის 10 ოქტომბრისა.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
დეტალები
ენები
ქართული, English
განათლება
ბაკალავრი
უნარები
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნებების უნარი, კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები