დარბაზის ადმინისტრატორი

წყნეთის გზატკეცილი, თბილისი
27 სექტემბერი - 27 ოქტომბერი

ვაკანსიის აღწერა

შპს „ევროჰოუმ მარკეტი“ აცხადებს ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა
  • სავაჭრო დარბაზში თანამშრომლების მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
  • სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
  • საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
  • დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
  • სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით;
  • სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
  • სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება;
  •  სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარები:

  •  მართვის და ორგანიზების უნარი;
  •  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
დეტალები
განათლება
ბაკალავრი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
წყნეთის გზატკეცილი, თბილისი, საქართველო
27 სექტემბერი - 27 ოქტომბერი