ლოჯისტიკის სპეციალისტი

32 რაფაელ აგლაძის ქუჩა, თბილისი
სრული განაკვეთი
1-2 წელი
30 სექტემბერი - 28 ოქტომბერი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია „ჯეო ტექნიკსი“ 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას კომერციული/სასაწყობე ფართების და ავტომობილების გაქირავება წარმოადგენს.

კომპანია „ჯეო ტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას -  ლოჯისტიკის სპეციალისტი  პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება სასურველია სატრანსპორტო მენეჯმენტის მიმართულებით;
  • ლოჯისტიკის სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ინგლისური ან რუსული ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
ძირითადი მოვალეობები: 

  • გადაზიდვების  ეფექტური, შეუფერხებელი ორგანიზება და განხორციელება;
  • სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ კომპანიებთან პროცესის კოორდინირება;
  • ინვოისების გამოწერა/ატვირთვა, მომსახურების ხელშეკრულებების მოსამზადებლად ინფორმაციის დროული მიწოდების უზრუნველყოფა შესაბამის დეპარტამენტებთან, მონაცემთა ბაზებზე მუშაობა;
  • დოკუმენტაციის მენეჯმენტი- კონტრაქტორებისგან ხელშეკრულებებისა და ანგარიშების კონტროლი, ანგარიშგება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შეზღუდულ ვადებში მუშაობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი,  2022 წ.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის !

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება  6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შეზღუდულ ვადებში მუშაობა, ორგანიზებულობა
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
32 რაფაელ აგლაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
30 სექტემბერი - 28 ოქტომბერი