რე|ბანკი წარმოადგენს „პაშა ბანკი საქართველოს“ საცალო მიმართულების ქვებრენდს და ამ სეგმენტს 2019 წლიდან ემსახურება. „პაშა ბანკი საქართველო“, თავის მხრივ, მსხვილი საინვესტიციო ჯგუფის, პაშა ჰოლდინგის ნაწილი და კორპორატიულ სფეროში მოქმედი რეგიონული ბანკია.
თუ გსურს გახდე ახალგაზრდა, ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, შემოგვიერთდი! ეს შენი შანსია!
ჩვენ ვეძებთ UX სპეციალისტს, რომელიც დაინტერესებულია UX-ის სხვადასხვა მიმართულებებით და მზად არის რომ კომპლექსურად მართოს რე|ბანკის მომხმარებელთა ციფრული გამოცდილება.
პოზიციის სახელი: UX სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: მომხმარებელთა გამოცდილების დეპარტამენტი
რა დაგხვდებათ ჩვენთან?!
- საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობა
- მხარდამჭერი და მეგობრული გუნდი
- ღიაობა ინიციატივების მიმართ
- კონკურენტული ანაზღაურება და მრავალფეროვანი ბენეფიტების პაკეტი
რა არის ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები?!
პასუხისმგებლობა ბანკის ციფრულ არხებზე:
- მომხმარებელთა გამოცდილების რუკების (Customer Journey Maps) შექმნა არსებული და ახალი ციფრული პროცესებისთვის
- მომხმარებელთა გამოცდილების ანალიზი და მომხმარებელთა სირთულეების იდენტიფიცირება
- პროტოტიპების, screen mockup-ების, wireframe-ების შექმნა ახალი და არსებული პროცესებისთვის
- აქტიური მონაწილეობა ახალი პროდუქტების / მომსახურებების განვითარებაში და არსებული პროდუქტების / მომსახურებების ცვლილებაში, მარკეტინგული აქტივობების და კამპანიების დაგეგმვაში, მომხმარებელთა გამოცდილების თანმიმდევრულობის უზრუნველყოფის მიზნით
მეტრიკების გაზომვა:
- მომხმარებელთა გამოცდილების მეტრიკების და საორიენტაციო ნიშნულების გაზომვა (Adoption rate, engagement rate, MAU, DAU, Task success rate, Customer Effort Score, etc.), მომხმარებელთა კვლევისა და მონაცემთა ანალიზის გზით
მომხმარებელთა გამოცდილების პროექტების მართვა:
- მომხმარებელთა სირთულეების გამოსწორებაზე, მომხმარებელთა რუკების ხარვეზების აღმოფხვრაზე, მეტრიკების გაუმჯობესებაზე მიმართული ბიზნეს მოთხოვნების შექმნა, პროექტების ინიცირება და მართვა
რა საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს ამ პოზიციას?!
- განათლება - ბაკალავრის ხარისხი, ან მასთან გათანაბრებული ხარისხი
- ენების ცოდნა - ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის მინიმუმ Intermediate დონეზე ცოდნა
- ტექნიკური ცოდნა - საბანკო პროდუქტების და მომსახურების ცოდნა; მომხმარებელთა რუკების და UX/UI დიზაინის ინსტრუმენტების ცოდნა (მაგ. Miro, XD, Figma)
- სამუშაო გამოცდილება - სასურველია საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება
რა არის ამ პოზიციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები?!
- კრიტიკული აზროვნების უნარი
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური
- დამოუკიდებლად ამოცანების დასმის, პროექტების ინიცირების და მართვის უნარი
- სწავლისა და განვითარების სურვილი
თუ დაინტერესდი და შენი პროფილი შეესაბამება პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაგვიზიარე რეზიუმე/LinkedIn პროფაილი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!
რეზიუმეს/LinkedIn პროფაილის გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ სს „პაშა ბანკი საქართველო“ უფლებამოსილია დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი წესით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია სს „პაშა ბანკი საქართველოში“ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pashabank.ge