ვიდეო მონიტორინგის თანამშრომელი

ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, თბილისი
1-2 წელი
03 ოქტომბერი - 02 ნოემბერი

ვაკანსიის აღწერა

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების დეპარტამენტში ვიდეო მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის საკუთრებაში არსებული პროდუქციის  ვიდეო მონიტორინგი ვიდეოკამერების საშუალებით;
  • ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უსაფრთხოების სამსახურისს უფროსისთვის ინფორმაციის მიწოდება;
მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დაკვირვების უნარი.
პირობები:

  • გრაფიკი: 2 დღიანი სამუშაო ცვლა (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება); 
  • სამუშაო საათები: 09:00-21:00 სთ / 10:00-22:00 სთ
  • ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი;
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
  • კვება;
  • FitPass;
  • უფასო ტრანსპორტირება;
თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ 
გამოაგზავნეთ თქვენი CV.

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
ხელფასი
800 ₾
გამოცდილება
1-2 წელი
უნარები
პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, დისციპლინირებულობა;
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
საცალო ვაჭრობა
სოციალური ქსელები
03 ოქტომბერი - 02 ნოემბერი