სტანდარტული

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

05 ოქტომბერი - 04 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
1 გია რომელაშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English
გამოცდილება
2-3 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ვაკანსიის აღწერა

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიან, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის  უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე.  


 

ძირითადი მოვალეობები:

  • ·       მუდმივი ინფორმირებულობა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და დარგის სიახლეებზე;
  • ·       მონაწილეობა შრომის უსაფრთხოების სტანდარტებისა და სახელმძღვანელოების პერიოდული განახლებაში კანონმდებლობის და კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად;
  • ·       წინადადებების ინიცირება  და ღონისძიებების დაგეგმვა კომპანიაში შრომის უსაფრთხოების კულტურის გამყარების მიზნით;
  • ·       საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება ოპერაციების უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით;
  • ·       რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
  • ·       რეგულარული ვიზიტები საიტებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულების კონტროლის მიზნით;
  • ·       თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთოხების ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება როგორც საკლასო ოთახში, ასევე მათ სამუშაო ადგილზე/ობიექტებზე;
  • ·       ინციდენტების დოკუმენტირება და მათი ანალიზი;
  • ·       ინციდენტების სტატისტიკისა და რეპორტების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ·       უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური;
  • ·       უპირატესობა მიენიჭება შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული  სერთიფიკატის მქონე კანდიდატს;
  • ·       მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; შრომის უსაფრთოხების რეგულაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • ·       ძლიერი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები;
  • ·       მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ·       ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ·       ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • ·       საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2022 წლის 14  ოქტომბრისა გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")  მიუთითოთ პოზიცია,  რომელზეც აგზავნით განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

მისამართი
1 გია რომელაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
05 ოქტომბერი - 04 ნოემბერი